სტიქია ლაგოდეხში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

Your browser doesn’t support HTML5

ბოლო 24 საათზე მეტია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად წვიმს. სტიქიამ ათეულობით სოფელი დააზარალა, ყველაზე მეტად კი კაბალი. მდინარე კაბალის ხევი ნაპირებიდან გადმოვიდა და თითქმის სოფლის ნახევარი დატბორა. მოსახლეობა ამბობს, რომ განადგურებულია ბოსტნეულის ნარგავები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სოფლის გზები, ამიტომ დახმარებას საჭიროებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლებას პრევენციული ღონისძიებები რომ გაეტარებინა და მდინარის კალაპოტი გაეწმინდა, ზარალი უმნიშვნელო იქნებოდა, ლაგოდეხის მერი კი ამბობს, რომ სტიქია მასშტაბურია და პრობლემა არხების გაუწმენდაობა არაა.