სპორტსმენების აქსესუარები აუქციონზე ქველმოქმედებისთვის გაიყიდა

ჩოგანი რომლითაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის პირველობა მოიპოვა 9000 ლარად გაიყიდა.    

ლაშა ტალახაძის ფინკა, რომლითაც მან აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა 4000 ლარად გაიყიდა. 

რაგბის ბურთი ბორჯღალოსნების ავტოგრაფით 3000 ლარად გაიყიდა.

მსოფლიო ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის მაისური 2000 ლარად გაიყიდა.

გურამ თუშიშვილის კიმონო, რომლითაც 2017 წელს, ევროპის ჩემპიონატიზე ოქროს მედალი მოიპოვა 2500 ლარად გაიყიდა.

ზაზა ფაჩულიას მაისური ავტოგრაფით 3100 ლარად გაიყიდა.

გურამ კაშიას სამკლაური, რომელიც ჰოლანდიურ კლუბ ვიტესში ერთ-ერთი თამაშზე ეკეთა 800 ლარად გაიყიდა.

გურამ კაშიას ბუცები, რომლითაც მან ერთა ლიგაზე ითამაშა საქართველო-ყაზახეთის შეხვედრაზე - 600 ლარად გაიყიდა.

ტოჩინოშინის ფეხსაცმელი 1100 ლარად გაიყიდა.

ლეილა მესხის საჩოგბურთო კაბა 600 ლარად გაიყიდა.