საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი რადიომსმენელებს უამბობს სტოკჰოლმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების წარმატებებსა და პერსპექტივებზე; სპორტული ჟურნალისტი გიორგი ჭანიშვილი გაიხსენებს თბილისში ჩატარებული ძიუდოისტთა „გრანდ სლემის“ და ანტალიაში მიმდინარე ტურნირზე ქართველი სპორტსმენების არყოფნის მიზეზსაც განმარტავს; ანტალიიდან მადრიდში გადავინაცვლოთ, საიდანაც ჩვენი მიმომხილველი ელიზბარ უბილავა მიმოიხილავს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს, რომლებიც სექტემბერში განახლდება.