სპეცოპერაციაზე გამოხმაურებები სოციალურ ქსელებში

ღამის განმავლობაში დარბეულ კლუბებს სოლიდარობას უცხადებდნენ სოციალურ ქსელებში. მათ შორის იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც სპეცოპერაციას შეესწრნენ.

ინსტაგრამის პოსტში ერთ-ერთი მომხმარებელი 12 მაისს განვითარებულ მოვლენებს „ნიღბების შოუს“ უწოდებს. ის ყვება მის თავს ღამით გადამხდარ მოვლენებზე, სპეცოპერაციიდან საპროტესტო აქციამდე.

ღამის განმავლობაში, მოვლენების პარალელურად ტვიტერით წერდნენ სოლიდარობის გზავნილებს. “ყველა, ვინც ამაღამ გართობას აპირებს, სოლიდარობა ‘’ბასიანს’’!“,- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ტვიტერში.

„ბასიანის“ ტერიტორიაზე მყოფი ტურისტი კი წერს, რომ აღარასდროს სურს მსგავსი რამ გამოსცადოს ცხოვრებაში. „ბასიანის ტექნო ღამეს ვესწრებოდი, როდესაც ის ქართულმა სამხედრო პოლიციამ დაარბია, სპეცდანიშნულების აღჭურვილობითა და ავტომატებით“, - იხსენებს ის და სპეცოპერაციის დრამატულ სცენას აღწერს.

ტვიტერითა და ინსტაგრამით დარბეულ კლუბებს სოლიდარობას უცხადებენ უცხოელი დიჯეები. „მტკიცედ იდექით, ჩვენ ყველა ერთი ვართ ტექნო მუსიკაში“, - წერს Patrick DSP. სპეცოპერაციის კადრებს, „სიურეალისტურს“ უწოდებს დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი ნინა კრავითსი თავის ინსტაგრამ პოსტში.

12 მაისის დარბევის კადრებს ავრცელებს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე მუსიკალური პროექტი „ბოილერ რუმი“ და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს. აქვე აღნინავს რომ გმობს „საქართველოს მთავრობის სამარცხვინო ქმედებას“.

„ეს სრულიად მიუღებელია. კლუბები გამოიყენება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი შემაშფოთებელი ხასიათის კამპანიისთვის, ჩვენი საზოგადოების პრინციპების, - ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ“. წერია ვიდეოს თანმხლებ განცხადებაში.