სოხუმი ძველ კადრებში
გემი სოხუმის სანაპიროზე, 1965 წელი. ფოტოს ავტორი: ლ. პორტერი.
პარკი სოხუმში. 1950-იანი წლები. ფოტოს ავტორი: ა.სტუკინი.
შოთა რუსთაველის სახელობის პარკი სოხუმში, 1965 წელი. ფოტოს ავტორი: ლ.პორტერი.
სოხუმის შუქ-ჩრდილები, 1963 წელი. ფოტო გადაღებულია ივანე დვალის მიერ.
1882 წელი, მხატვარ მიხაი ზიჩისთვის ქუთაისში საგანგებოდ დადგეს „ვეფხისტყაოსნის“ სურათები. ტარიელის როლში აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის შვილი გიორგი შერვაშიძეა.
სოხუმი, შავი ზღვის სანაპირო. 1964 წელი. ფოტო: ს.ფრიდლაინი.
სოხუმის თეატრი და მისი შადრევანი. 1965 წელი. ფოტოს ავტორი: ივანე დვალი.
სოხუმის თეატრი და შადრევანი თავისი ქიმერებით სოხუმელების საყვარელი ადგილი იყო ფოტოს გადასაღებად.
1938 წელი, სოხუმის ერთ-ერთი ხეივანი.
რესტორანი „ამრა“, მის უკან მოჩანს სასტუმრო „აფხაზეთი“. 1968 წელი. ფოტო გადაღებულია სერგეი ბლოხინის მიერ. „ამრა“ სოხუმში ყველაზე ცნობილი რესტორანი იყო და აქ უამრავი ადამიანი იყრიდა თავს.
კოლონადა სოხუმში. 1968 წელი. ფოტოს ავტორი: ს. თევზაძე.
1916 წელი - სოხუმის პროფესიული სასწავლებლის მოსწავლეები და მასწავლებელი.
სოხუმის ტაძარი, დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან. ფოტო გადაღებულია მე-20 საუკუნის დასაწყისში. ტაძარი აშენდა ამავე დროს, ბერძნული თემის სახსრებით.
შავ ზღვაში ხანდახან იალქნიანი ნავებიც მოჩანდნენ. 1910-1915 წლები. ვინოგრადოვ-ნიკიტინის კოლექცია.
სოხუმელი მეთევზეები ზღვის პირას. 1979 წელი. ფოტოს ავტორი: ირაკლი ჭოხონელიძე.
მეზღვაური და სოხუმის ხედი გემიდან, 1910-1915 წლები, ვინოგრადოვ-ნიკიტინის კოლექცია.
ბარათაშვილის სახელობის სადგური. 1965 წელი. ფოტოს ავტორი: ვ. სავოსტიანოვი
ნიკო ნიკოლაძის ფოტო. სოხუმის ერთ-ერთი ქუჩა მისი სახლის ფანჯრიდან. 1930 წელი.
სოხუმის პორტი თოვლში. 1989 წელი. ფოტოგრაფი: ბ.სოკოლოვი. მიუხედავად იმისა, რომ სოხუმი ზაფხულის კურორტია, აქ თოვლიანი ზამთარიც იცის.
სოხუმის თოლიები ზამთარში.