სომხეთში აზერბაიჯანთან შეთანხმებით განრისხებულმა ჯგუფებმა პარლამენტის შენობას შეუტიეს

ერევანში არეულობა დაიწყო მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანთან გაფორმდა შეთანხმება, რის შემდეგაც დასრულდება ომი მთიანი ყარაბაღისთვის.

მთავრობის შენობასთან 10 ნოემბრის დილის საათებში ხალხი შეიკრიბა მას მერე, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღისთვის ომის დასრულების თაობაზე შეთანხმებას რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემოციური რეაქცია ჰქონდათ ახალი ამბის გამო ერევანში, პარლამენტის შენობასთან.

გაბრაზებული ხალხი დგას მთავრობის სახლში. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, „რომ დროა, შეწყდეს სისხლისღვრა“.

ერევანში პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ომის შეწყვეტის გადაწყვეტილებით მათ „უღალატეს“. მთიანი ყარაბაღისთვის ამ ბოლო ომში 1200-ზე მეტი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.

განრისხებული ხალხი ერევანში რესპუბლიკის მოედანზე პარლამენტის შენობასთან მისვლამდე გაიძახის: „ყარაბაღი!“

საპროტესტო აქციის მონაწილეები არბევენ მთავრობის სახლს. სამშვიდობო შეთანხმებით, აზერბაიჯანი ინარჩუნებს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას და მიმდებარე მიწებს, რომლებიც სომხურ ძალებს დაატოვებინა კონფლიქტისას. მიღებული დოკუმენტით, სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღის გარეთ მდებარე ის მიწებიც, რომლებიც აზერბაიჯანულ ძალებს არ დაუკავებიათ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის ნაწილობრივ დარბეულ შენობაში, ერევანში.

დემონსტრანტებმა გაშალეს სომხეთის დროშა პარლამენტში, დაამსხვრიეს სკამები, იყო შეხლა-შემოხლა.

პოლიციელი დემონსტრანტებს ესაუბრება პარლამენტის შენობაში.

დემონსტრანტები ყვირიან პარლამენტის შენობაში. პარლამენტის სპიკერი, არარატ მირზოიანი, საპროტესტო გამოსვლის დროს მასზე თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამ ვითარებაში თავისი წინამორბედი მთავრობა დაადანაშაულა: „შურისძიებისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენ სათანადოდ არ გავუსწორდით კორუმპირებულ არამზადა ოლიგარქებს, მათ, ვინც ძარცვავდა ქვეყანას, ჯარისკაცებს საჭმელს ჰპარავდა, იარაღს ჰპარავდა“.

დარბეული მთავრობის სახლი ერევანში მასობრივი არეულობის შემდეგ
10 ნოემბერს, დილის ათი საათისთვის, ფაშინიანმა ფეისბუკით დაწერა: „რა თქმა უნდა, სომხეთში ვარ და ვამთავრებ ჩემი მოვალეობის შესრულებას, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“.