სომხებმა ამერიკას მადლობა გადაუხადეს
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები აშშ-ის საელჩოს წინ შეიკრიბნენ და ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას მადლობა გადაუხადეს. 29 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, ხმათა უმრავლესობით, დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც გენოციდად აღიარებს გასული საუკუნის დასაწყისში სომეხთა მასობრივ ჟლეტას ოსმალეთის იმპერიაში.