28 სექტემბერი - ცოფთან ბრძოლა უფასო ვაქცინით

Your browser doesn’t support HTML5

28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში სპეციალურად მოეწყო ღია სივრცე, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები შინაურ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგოდ უფასო აცრას უტარებენ.
28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში სპეციალურად მოეწყო ღია სივრცე, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები შინაურ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგოდ უფასო აცრას უტარებენ. ამ დღის მიზანია ცოფის შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება ცხოველებში და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების პრევენციის წინაპირობაა.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაარსდა. მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით, 270 000 ცხოველის უფასო ვაქცინაციაა დაგეგმილი. სექტემბრის მონაცემებით, უკვე აცრილია 230 000 ძაღლი და კატა.