სემუელ ბეკეტი - ცხოვრების წიგნები

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს უდიდეს ირლანდიელ მწერალსა და დრამატურგზე, ევროპული მოდერნიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელზე, სემუელ ბეკეტზე.

დიდ მწერლებთან - კაფკასთან, კონრადთან და ნაბოკოვთან ერთად ბეკეტი ორენოვანი ავტორია, იგი ინგლისურად და ფრანგულად წერდა. სწორედ ფრანგულ ენაზე დაწერილმა პიესამ „გოდოს მოლოდინში“ მოუტანა ამ შემოქმედს მსოფლიო სახელი.

ბეკეტის შემოქმედებიდან უაღრესად მნიშვნელოვანია მისი ტრილოგია, რომელიც მოიცავს რომანებს: „მოლოი“, „მელონი კვდება“ და „უსახელო“. „მოლოი“ პირობით ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ, ეს ორი პერსონაჟის, ხეიბარ მოლოისა და ჟაკ მორანის შინაგანი მონოლოგია. „მელონი“ ლოგინს მიჯაჭვული და სხვის იმედზე დარჩენილი პიროვნების დიალოგია, რომელსაც არ ეხმარებიან ხოლმე. „უსახელოს“ პერსონაჟს განძრევა და ლაპარაკი არ შეუძლია, თუმცა დუმილის საშუალებაც არ აქვს. ცნობიერების ნაკადი, გაუცხოებული ენა, არყოფნისკენ მისწრაფება ბეკეტის გენიალურ ტრილოგიას ცხოვრების წიგნებად აქცევს.