სახიფათოდ გადათხრილი ჭავჭავაძე
ოთარი, ადგილობრივი: „ორმოებთან ლენტებს კი ჭიმავენ, მაგრამ მაშინვე აძრობენ. ვინ აძრობს არ ვიცი“.
ორმოების სიღრმე ზოგან 3 მეტრზე მეტია და რადგან მათ მყარი ბარიერი არ აკრავს, ადვილად შესაძლებელია ჩავარდნა.
გადათხრილი გამზირი ტრანსპორტისთვის გადაკეტილია, თუმცა არა ქვეითებისთვის. ალაგ-ალაგ გამზირზე მანქანებითაც დადიან.
"წინა წლებში მსგავსი სამუშაოების დროს ბევრი საგზაო შემთხვევა მოხდა. ორმოების იზოლირება არ ჯდება ძალიან ძვირი და ასე რომც არ იყოს, მაინც უნდა გაკეთდეს, რადგან სტანდარტი ამას მოითხოვს,“ - ამბობს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი.