საშიში შეშა
Your browser doesn’t support HTML5
25 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები შეშის გარეშე დარჩნენ. აქციის ორგანიზატორებს სამართალდამცავებმა გასათბობად განკუთვნილი შეშა ჩამოართვეს. მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ აქციის მონაწილეები თუ რიგითი მოქალაქეები, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილი აქციის მონაწილეების გასათბობად შეშა მიეტანათ, თუმცა სამართალდამცავები მათ ამის უფლებას არ აძლევდნენ. მომიტინგეებისთვის შეშისა და კასრების ჩამორთმევის ფაქტს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პოლიციის ქმედებით შეკრება-მანიფესტაციების უფლება უკანონოდ შეიზღუდა.