„საშიში სელფები“ - თამაში სიკვდილთან
Your browser doesn’t support HTML5
გიორგი გოგეშვილი „საშიში სელფების“ მოყვარულია. წლებია მოგზაურობს და იღებს ვიდეოებსა და ფოტოებს მსოფლიოს სახიფათო სიმაღლეებიდან. ამბობს, რომ ყოველი მსგავსი გადაღება სიკვდილთან თამაშს ჰგავს და უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია. „სელფების“ გადაღებისას სიკვდილის სტატისტიკა მზარდია. ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, 2011-17 წლებში „სელფის“ გადაღებისას მსოფლიოში 259 ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა მამრობითი სქესისაა. დაღუპულთა უმეტესობის ასაკი 10-დან 30 წლამდე მერყეობს. ყველაზე მეტი ადამიანი „სელფის“ გადაღებისას დაიღუპა ინდოეთში, რუსეთში, ამერიკასა და პაკისტანში. 13 მარტს, რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან, 13 წლის გოგონა გადმოვარდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის სახურავზე „სელფის“ გადაღებას ცდილობდა. მიმდინარეობს გამოძიება და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.