საქმე, რომელშიც შეცდომა სიცოცხლედ ფასობს
Your browser doesn’t support HTML5
ნიკა ლებანიძემ ტელეოპერატორის პროფესიასა და ექსტრემალურ სპორტში პირველი ნაბიჯები ერთდროულად გადადგა. სტუდენტობისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ალპურ კლუბში გაწევრიანდა. იმ პერიოდში ტელევიზიის მეორე არხზე გადიოდა პრაქტიკას და მთაში კამერაც წაიღო. მას შემდეგ ეს ორი საქმე ნიკას ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.