საქართველოში სამუშაო ვიზიტითაა ჩამოსული ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში სამუშაო ვიზიტითაა ჩამოსული ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი, გაეროს გაერთიანებული ერების დამოუკიდებელი ექსპერტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის საკითხებზე.
ის ჩამოსულია, რომ შეაფასოს ადამიანის უფლებათა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია, რომელთამიზანია ძალადობის და დისკრიმინაციისაღმოფხვარა ლგბტ პირების მიმართ საქართველოში.
რადიო თავისუფლებამ მას ჰკითხა, თუ რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, საკანონმდებლოა საქმიანობის გარდა, რათა შეამციროს სიძულველის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულები და რა განსხვავებაა ინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდას შორის.