საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მიუახლოვდა

Your browser doesn’t support HTML5

ორი გამარჯვებაც და საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, ნახევარფინალში გავიდა და თბილისში დაუპირისპირდება ბელორუსიის ნაკრებს. მეორე ნახევარფინალში მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებები ითამაშებენ. დასკვნითი შეხვედრები 2020 წლის მარტში გაიმართება და ევროპირველობაზე თამაშს ჩამოთვლილი ოთხი ნაკრებიდან მხოლოდ ერთი გაინაღდებს.