საქართველოს ექნება მშვიდობის პრემია

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ავსტრიის საელჩოსთან ერთად საქართველოში აფუძნებს ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის პრემიას.

გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ პრემიის იდეის ავტორი, მშვიდობის აქტივისტი სალომე ადამია გვიამბობს ევროპელი მშვიდობისმყოფლის, მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ბერტა ფონ ზუტნერის მოღვაწეობის შესახებ. რა აკავშირებს პაციფისტ მწერალს საქართველოსთან, კერძოდ კი ზუგდიდთან, რა ვიცით მისი ტექსტების შესახებ, საქართველოში გატარებულ წლებზე?

სალომე ადამია ამბობს, რომ ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის დაფუძნებით შესაძლოა, საზოგადოებაში სამშვიდობო დიალოგი გააქტიურდეს. ცერემონიალი გაიმართება 8 მაისს ზუგდიდში. აგრეთვე იგეგმება გამოფენა „ბერტა ფონ ზუტნერი - ავსტრიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში - ცხოვრება საქართველოში“. სალომე ადამიას თქმით, ეს პრემია პირველ ყოვლისა, იმ ადამიანების ღვაწლის დაფასება იქნება, რომლებიც წლების მანძილზე არიან ჩართული სამშვიდობო პროცესებში.