ამ 15-დან, ღია წყაროებით, მხოლოდ 10 ადამიანის ვინაობის დადგენა შეიძლება. ნაწილის სახელსა და გვარს უსაფრთხოების სამსახური მიზანმიმართულად არ ამხელს. ვინ არიან ისინი, ვინც ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში რჩებიან და რა ვიცით მათი დაკავების გარემოებებზე?
ნიკა მამასტარაშვილი და ივანე ლუთიძე - საოკუპაციო ძალებმა დააკავეს 2024 წლის 14 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს.
სოსო დვალიშვილი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 16 იანვარს საოკუპაციო ხაზის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მონაკვეთზე დააკავეს.
გიორგი მოსიაშვილი - დააკავეს 2023 წლის 31 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტს სოფელ სინაგურის მიმდებარედ.
რონდელის ფონდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები 2008 წლის შემდეგ გახშირდა და განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვართან, ვიდრე აფხაზეთთან.
რონდელის ფონდმა შეადგინა იმ ადგილების რუკა, სადაც საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
ინფორმაცია იმის შესახებ, საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება ცხინვალის ციხეში, ერთგვაროვანი არაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ახლა ცხინვალის ციხეში საქართველოს 9 მოქალაქეა.
„სუსი ნაკლებად ამბობს დაპატიმრებულების ვინაობას, შესაძლოა იმიტომ, რომ შემდეგ მოლაპარაკებები გაუადვილდეს. ასევე ხშირად ოჯახის წევრების სურვილიც არაა, მათი ვინაობა გამჟღავნდეს, - ამბობს არსენ არაქელოვი, - მათი მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცით. როგორც წესი, დაკავებულებს საზღვრის უკანონო კვეთას უყენებენ ბრალად და რამდენიმე თვეში უშვებენ. თუ რამდენჯერმე აქვს გადაკვეთილი საზღვარი, მათი პატიმრობა უფრო დიდხანს გრძელდება“.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, 2024 წლის 6 თვეში „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის 148 ადამიანია დაკავებული. ე.წ. სასამართლომ 80 მათგანი დააჯარიმა, 4 - „რესპუბლიკიდან“ გააძევა და, ამავდროულად, ფინანსური სანქციაც დაუწესა, 6 - ფინანსური სანქციის გარეშე გააძევა, 45 ადამიანს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, 11-ის წინააღმდეგ კი საქმე აღიძრა.
პატიმრები აფხაზეთის ციხეში
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს 6 მოქალაქეა დაკავებული.
ქრისტინე თაკალანძე - მას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ჯაშუშობის ბრალდებით. თაკალანძეს ბრალი არ უღიარებია.
ასევე ნახეთ „ჯაშუშობის ბრალდება უკანონოა“ - ქრისტინე თაკალანძის ადვოკატიირაკლი ბებუა - 2020 წლიდან სასჯელს იხდის „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით. ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ ე.წ. დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავი აღინიშნებოდა.
2020 წლის 7 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
იმის გამო, რომ ციხის პირობები საკმაოდ მძიმეა, ბებუას პატიმრობის ერთი დღე ორად ეთვლება და მარტისთვის გათავისუფლებაც უწევს. მისი ბიძაშვილის თამუნა ბებუას თქმით, ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აწუხებს ხერხემლის ტკივილები და ციხეში მისი ვერც გამოკვლევა ხერხდება და ვერც მკურნალობა.
კახი მურადოვი - აფხაზეთის ტერიტორიაზე 24 აპრილს დააკავეს და ქართული მხარის სასარგებლოდ ჯაშუშობა ბრალდება.
ასევე ნახეთ სუსის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებულიარჩილ სექანია, რემიკო და მურთაზ ჭითანავები - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 17 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ (ბღურაში) მეორე ოტობაიაში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რემიკო და მურთაზ ჭითანავები. დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ მათ „აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა ჰქონდათ“ და სხვებს „საზღვრის“ უკანონო კვეთაში ეხმარებოდნენ.
იქვე წერია, რომ მათ სახლებში აღმოჩენილია ხელყუმბარა F1, ხელყუმბარა ргд 5, ტროტილი 1600 გრ, პლასტიდი 45 გრ, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, ასევე დოლარის კუპიურების დასტა.
ამავე საქმესთან დაკავშირებით მოგვიანებით დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - არჩილ სექანია.