2022 წელს წინა წელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების განაცხადების რაოდენობა.
ეს სტატისტიკა ასახულია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მეექვსე ანგარიშში, რომელიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
ასევე ნახეთ “ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოშისტატისტიკის თანახმად:
- 2021 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებმა 14 635 აპლიკაცია წარადგინეს თავშესაფრის მოთხოვნით;
- 2022 წელს აპლიკაციების რაოდენობა 26 450-მდე გაიზარდა.
ბოლო წლების განმავლობაში ეს საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნების მაქსიმუმია: აქამდე ყველაზე მაღალი ნიშნული 2019 წელს იყო დაფიქსირებული - 22 765 აპლიკაცია.
წინა წელთან შედარებით მცირედითაა გაზრდილი საქართველოს მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მინიჭების თანაფარდობა: 2021 წელს განაცხადების 5% დააკმაყოფილეს, 2022 წელს კი - 7%.
რაოდენობრივად, 2021 წელს თავშესაფარი 731-მა ადამიანმა მიიღო, 2022 წელს კი - 1851-მა.
ასევე ნახეთ კატათაგვობანას თამაში სიკვდილის გზაზე - ქართველი მიგრანტების ისტორიები ირლანდიიდანევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 87%-ით არის გაზრდილი ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად ყოფნის შემთხვევებიც. კერძოდ:
- 2021 წელს უკანონოდ 11 695 ადამიანი იმყოფებოდა;
- 2022 წელს რაოდენობა 21 910-მდე გაიზარდა.
ევროკავშირის ქვეყნებში შეშვებაზე უარის თქმის სტატისტიკაც გაზრდილია - 31%-ით:
- 2021 წელს უარი საქართველოს 3030 მოქალაქეს უთხრეს;
- 2022 წელს - 3970-ს.
საქართველო თავსატეხად ექცა ევროკავშირს - ბლოკის წევრ ქვეყნებს ათასობით ქართველი სთხოვს ლტოლვილის სტატუსს. განსაკუთრებით 2017 წლის შემდეგ, რაც ქართველებს აღარ სჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში მოსახვედრად.
ასევე ნახეთ უკანასკნელი შანსი სიცოცხლის გადასარჩენად