ესპანეთთან მარცხით საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ს გამოეთიშა

საქართველო მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1.

ანგარიში მე-18 წუთზე ესპანელთა ავტოგოლით გაიხსნა. საკუთარ კარში ბურთი რობინ ლე ნორმანდმა შეაგდო საქართველოს ნაკრების შეტევის შემდეგ.

ანგარიში პირველივე ტაიმში, 39-წუთზე, გაათანაბრა როდრიმ (როდგიგო ჰერნანდეს კასკანტემ).

ესპანეთი 51-ე წუთზე დაწინაურდა ფაბიან რუიზის სათავო დარტყმით.

ორბურთიანი უპირატესობა ესპანეთის ნაკრებს ნიკო უილიამსმა მოუტანა 75-ე წუთზე.

შეხვედრის ბოლო გოლო 83-ე წუთზე დანი ოლმომ გაიტანა.

მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები ტურნირის მასპინძელს, გერმანიის ნაკრებს, შეხვდება 5 ივლისს.

მერვედფინალამდე საქართველოს ნაკრების გზა ასეთი იყო: F ჯგუფში, ჯგუფური ეტაპი საქართველომ ოთხი ქულით დაასრულა.

მან პირველ შეხვედრაში მარცხი იწვნია თურქეთის ნაკრებთან, ანგარიშით 1:3.

მეორე შეხვედრა ჩეხეთთან ფრედ, 1:1 დაასრულა.

მესამე მატჩში კი ყველასთვის მოულოდნელად სძლია პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებს, ანგარიშით 2:0.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

ეს ისტორიული შედეგია საქართველოს ნაკრებისათვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე წელს პირველად ასპარეზობდა.