ლია მიქელაძემ დილიდანვე გაამზადაწითელი კვერცხები, პასკა, სანთელი დაცოტაოდენი ღვინო. კოშკას სასაფლაოსკენ მთელი სოფელი დაიძრა, მათ შორის იყო ლია და მისი ვაჟი. კოშკა - გუგუტიაანთკარი ოკუპირებულ სოფელ დისევს ესაზღვრება.სასაფლაო, სოფლის განაპირასაა. იქიდან უკვე ოკუპირებული ტერიტორია იწყება. დისევში განადგურებული სახლები ჩანს. სასაფლაოსთან პოლიციელები პატრულირებენ.საოკუპაციო გამყოფი ხაზი პირდაპირ სასაფლაოზე გადის. ერთ დროს აქ კოშკელები, გუგუტიაანთკარელები და დისეველები ერთად იკრიბებოდნენ და მიცვალებულებს პატივს მიაგებდნენ, მაგრამ აგვისტოს ომის დროს სოფელი დისევი იქ შესულმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაანადგურეს, დისეველები კი იძულებული გახდნენ სახლები მიეტოვებინათ და ახლა სხვადასხვა დევნილთა დასახლებებში არიან გაფანტულები.
კოშკას სასაფლაოზე ქართველები და ოსები ერთად არიან დაკრძალულნი. ლია ჯერ მამამთილის საფლავზე აგორებს წითელ კვერცხს, გვედრითბებოს საფლავია. ოლა ბოლოთაევა უგემრიელეს ხაბიზგინს აკეთებდაო, ამბობს ლია. ის გარდაცვლილთა სულებისთვის სანთელს ანთებს და ბებიისგან ნასწავლ ოსურ ტრადიციებს იხსენებს.
ნაზი ბერუაშვილი ახლა კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, ომამდე დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კეხვში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ომმა ოჯახი დაფანტა. ორი ვაჟიგორშია , ქალიშვილი ცხინვალშია გათხოვილი. მეუღლის , გერასიმე ყაულაშვილის საფლავი კი კეხვში დარჩა. ნაზი 11 წელია ქმრისსაფლავზე გასვლას ითხოვს, მაგრამ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას, თითქოს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო არ აძლევდნენ. ნუგეშად ის რჩება, რომ საფლავს ოსი ნათესავები უვლიან, მაგრამ თვითონ უფრო მეტად უნდა სოფელში ჩასვლა, სადაც ნასახლარებიც კი რთულად შესამჩნევია, კეხვიც სხვა სოფლების მსგავსად მიწასთან არის გასწორებული.
Your browser doesn’t support HTML5
მიცვალებულთა გახსენების დღეს, შინდისში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ, რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა შინდისის გმირების ხსოვნას, მათი სახელობის მემორიალთან მიაგეს პატივი. სოფლის ეკლესიის მოძღვარმა პანაშვიდი გადაიხადა. ციხელაშვილი შინდისში მეუღლესა და შვილებთან ერთად ჩავიდა.
„ ჩვენ მშვიდობით, მსხვერპლის გარეშე აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმ მიზანს, რომლისთვისაც ამ ბიჭებმა თავი გაწირეს. მინდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებულად მივულოცო იმ ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ და გადაადგილების თავისუფლება არ აქვთ. არ აქვთ ოჯახებთან გაერთიანების, ნათესავების მონახულების შესაძლებლობა მარტივად, მაგრამ ცხოვრებას მაინც აგრძელებენ. მინდა მათ და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მავთულხლართებით გახლეჩილ სოფლებში ცხოვრობენ, დავპირდე, რომ სახელმწიფო კიდევ უფრო მეტს გააკეთებს, რათა მათ გვერდში დაუდგეს და ასეთი მიზანმიმართულობით, შეუპოვრობით, შრომით, საქმით, აუცილებლად დავძლიოთ მახინჯი მავთულხლართები და ის საოკუპაციო პოლიტიკა, რომელიც უამრავი ადამიანისათვის ყოველდღიური გამოწვევაა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შინდისის გმირების მემორიალთან დღეს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალქეებიც მივიდნენ.