ყოველდღიურ გადაცემაში ”საუბარი თავისუფლებაზე” ვიხსენებთ უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობას 2018 წლის სექტემბერში. გიორგი გვახარიას სტუმარია ”ჩართულობისა და განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი.
Your browser doesn’t support HTML5
ვიტალი საფაროვის მეგობრები და კოლეგები პროკურატურას მოუწოდებენ ეს მკვლელობა ჯგუფურ დანაშაულად გადაკვალიფიცირდეს. აგიტ მირზოევის აზრით, საქმეზე დაკავებული ორი პირი, როგორც ჩანს, ”ნეონაცისტური” დაჯგუფების წევრები არიან და საქმე გვაქვს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან.
აგიტ მირზოევი ამბობს, რომ ბოლო დროს საქართველოში გაძლიერდნენ ულტრანაციონალისტური ჯგუფები, რომელთა წევრები ზოგჯერ ღიად მოუწოდებენ ძალადობისკენ. ვიტალი საფაროვის მკვლელობა ამ მოწოდებების შესრულებაა, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს დისკრიმინაციული დანაშაულების თავიდან აცილების მკაფიო პოლიტიკა.