სატელიტური ფოტოები ადასტურებს რუსული საბრძოლო მასალების მასშტაბურ აფეთქებებს

სამხედრო ობიექტი რუსეთის ტვერის ოლქში, ოქტიაბრსკის მახლობლად. გადაღებულია სატელიტით 18 სექტემბერს. მიიჩნეოდა, რომ საცავში ინახებოდა “ისკანდერი” და “ტოჩკა-უ” რაკეტები. ეს ერთ-ერთი მთავარი იარაღია უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ფოტოებში, რომლებიც რუსულ ტერიტორიაზე დარტყმების სერიამდე და მის შემდეგ არის გადაღებული, ჩანს უკრაინული წარმოების ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების შედეგად მთლიანად განადგურებული საწყობი.

ოქტიაბრსკის ნანგრევები 22 სექტემბერს, უკრაინული თავდასხმის შემდეგ. 18 სექტემბერს თავდასხმა რუსულ საცავზე ერთ-ერთია იმ ბოლო რამდენიმე თავდასხმიდან, რომლის დროსაც უკრაინამ შიდა წარმოების ფრთოსანი რაკეტა-დრონები გამოიყენა.

ოქტიაბრსკის ობიექტი 18 სექტემბერს. ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ უკრაინულმა ფრთოსანმა რაკეტებმა ამ ადგილს დაარტყეს. მოწმეებმა თქვეს, რომ დარტყმებისას ტურბორეაქტიული ძრავებისთვის დამახასიათებელი ხმა გაიგეს, რაც ადასტურებს ეჭვს, რომ უკრაინამ "პალიანიცა" გამოიყენა.

22 სექტემბერს გადაღებულ ამ ფოტოზე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იწვის ოქტიაბრსკის ბაზა. მისი უდიდესი ნაწილი განადგურდა.

7 სექტემბერს რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში, მატარებლიდან სამხედრო აღჭურვილობის გადმოტვირთვა.

22 სექტემბერი. შედეგი შეტევისა, რომლის სამიზნეც ტოროპეცში გადმოტვირთული საბრძოლო მასალა იყო. სავარაუდოდ, აქ ინახებოდა ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებული იარაღის ნაწილიც.

შენობები ტოროპეცის ტერიტორიაზე, რომლებიც უკრაინას, სავარაუდოდ, 7 სექტემბერს, ამ ფოტოს გადაღების მომენტისთვის უკვე მიზანში ჰქონდა ამოღებული.

ტოროპეცი 22 სექტემბერს, უკრაინის დარტყმის შემდეგ. აფეთქებამ მიმდებარედ ხეებიც გაანადგურა.

რკინიგზის ხაზის გვერდით, ოქტიაბრსკიში მდებარე შენობის ფრაგმენტი, სადაც ჩანს სარაკეტო კანისტრები. 18 სექტემბერი.

22 სექტემბრის ფოტო, რომელიც ასახავს თავდასხმის შედეგებს, რომელმაც ოქტიაბრსკისთან სარკინიგზო ხაზის გასწვრივ მდებარე შენობები გაანადგურა.

სამხედრო საწყობი ტიხორეცკში, რუსეთის ტვერის ოლქში. 14 სექტემბერი.

20 სექტემბრის თავდასხმის შედეგად დიდწილად განადგურებული ტიხორეცკი. ფოტო 22 სექტემბერსაა გადაღებული. უკრაინელი სამხედროები ამ ადგილს რუსეთის სამხედრო ლოგისტიკური სისტემის ერთ-ერთ მთავარ პუნქტად მიიჩნევდნენ.