სასტუმრო მთაწმინდაზე, შინ - უცხოეთში

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში, მთაწმინდაზე, არის ადგილი, სადაც გერმანულენოვანი სტუმრები და სხვებიც ერთმანეთს ხვდებიან და თბილისსა და საქართველოს ეცნობიან. ამ კერას, სასტუმროს, სხვებთან ერთად მართავს კატრინ თევდორაშვილი, რომელიც შტუტგარტიდან საქართველოში გადმოსახლდა თავის ოჯახთან, ქართველ ქმარსა და შვილებთან ერთად. გერმანიაში ყველაფერი უკვე გაკეთებულია, საქართველში კი ბევრია გასაკეთებელი, - ასე უყურებს ქვეყანას, სადაც ის რძალი და მასპინძელია, კატრინ თევდორაშვილი, ექვსი შვილის დედა.