რუსთავის ქუჩებში გამვლელს ძალიანაც რომ მოსწყურდეს, სასმელ წყალს ვერ დალევს. წყურვილის მოსაკლავად სადმე ეზოში შესვლა ან რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ჩასვლა მოუწევს, სადაც სასმელი წყლის შადრევნები საკმაო რაოდენობითაა.
Your browser doesn’t support HTML5
საგულისხმოა, რომ კოსტავას გამზირზე, რომლის რეაბილიტაცია დაახლოებით ერთი წლის წინ დასრულდა და 5 მილიონი ლარი დაჯდა, შემსრულებელმა კომპანიამ სასმელი წყლის ხუთი შადრევანი დადგა, მაგრამ დღემდე არც ერთი არ მუშაობს. როგორც ირკვევა, შადრევნები სასმელი წყლის მილებთან მიერთებული არ არის.
Your browser doesn’t support HTML5
"ყოველი ახალი [სასმელი წყლის მილის] მიერთებამდე, არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, უნდა მოვიდეს "რუსთავწყალში", მოგვმართოს წერილობით, რომ ვაშენებ სახლს, ვაშენებ „სოკოს“, მჭირდება წყალი და გთხოვთ დამარეგისტრიროთ აბონენტად. ამის შემდეგ ხდება ტექნიკური
პირობის გაცემა, მრიცხველის მონტაჟი“, - განმარტავს „რუსთავწყალის“ დირექტორი თემურ ჯანელიძე.
მისივე თქმით, სასმელი წყლის მილებისმიერთების შესახებ ყველა
თხოვნას „რუსთავწყალი“ ვადებში ასრულებს. ამდენად, თემურ ჯანელიძის თქმით, კოსტავას გამზირზე განთავსებული ხუთივე შადრევნის სასმელი წყლის მილთან მიერთების შესახებ განაცხადი შემსრულებელ კომპანიასა [შპს „დაგი“] თუ ოფიციალურ სტრუქტურას „ალბათ“ წარდგენილი არ აქვს.
რუსთავის მერიის მიერ დაფუძნებული „რუსთავი-სერვისის“ დირექტორი გიორგი გოროზია ამბობს, რომ „თავის დროზე“, როცა კოსტავას ქუჩაზე სასმელი წყლის შადრევნები დააყენეს, ისინი მალევე დაზიანდა, რის გამოც შემდეგ გამოიცვალა.
„უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ აღნიშნული სამუშაოს ჩატარებას და მოწესრიგებას“, ამბობს გიორგი გოროზია, “ სასმელი წყლის მილებს
მივუერთებთ შადრევნებს, თუმცა სამუშაოების დასრულების ზუსტ ვადებს ვერ დაგისახელებთ."
იმის გამო, რომ რუსთავის ქუჩებში სასმელ წყალს ვერ დალევთ და ამისთვის თვითმმართველობა ჯერჯერობით ვერ იცლის, მოსახლეობა პრობლემას თავად წყვეტს. მაგალითად, შარტავას ქუჩაზე, იქვე, გაჩერებასთან, მე-8 კორპუსის მოსახლეობამ დეკორატიულად გაფორმებულ იმავე შენობაში დაღუპული
ახალგაზრდის სახელობის ონკანი დადგა.