საპრეზიდენტო დაპირებების სკანერი. I ნაწილი

Your browser doesn’t support HTML5

პრეზიდენტობის კანდიდატები უკვე იძლევიან დაპირებებს ამომრჩეველთან შეხვედრის დროს და წინასაარჩევნო რეკლამებში, თუმცა ამ დაპირებების ნაწილი საერთოდ არ შედის მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილებაში. ახალი კონსტიტუცია მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შედის ძალაში და ის კიდევ უფრო შეამცირებს პრეზიდენტის ხელთ არსებულ ბერკეტებს.