სანდრო შელია ლიფტების უსაფრთხოებაზე

Your browser doesn’t support HTML5

უსაფრთხოების ექსპერტი სანდრო შელია რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ლიფტების უსაფრთხოების სისტემა თბილისში მოშლილია - მოძველებული ლიფტები ფაქტობრივად არ მოწმდება, ხოლო თუ მოწმდება, არ არსებობს სტატისტიკა რამდენი ლიფტი შემოწმდა ან რა პერიოდულობით.

მისი თქმით, ძველი კორპუსები, ფაქტობრივად, უკონტროლოდაა დარჩენილი. დროის გასვლასთან ერთად კი თბილისის ძველი ლიფტები სულ უფრო საშიში ხდება - ისინი ძველდება. მათ უმრავლესობას ექსპლუატაციის ვადა უკვე წლებია, გაუვიდა.

უსაფრთხოების ექსპერტი ამბობს, რომ ამ პროცესში პასუხისმგებელი სახელმწიფო უნდა იყოს. მოქალაქეებს არც საკმარისი ინფორმაცია აქვთ, არც ტექნიკური ცოდნა და რაც მთავარია, ხშირად არც შესაძლებლობა, რომ მათ საკუთრებაში არსებული კორპუსის ლიფტებს მიხედონ.