სანაპიროს მცველები - როცა დიპლომს ბაიდენი გადმოგცემს

Your browser doesn’t support HTML5

ნიკუშა ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულები არიან. აკადემიის დიპლომი მათ 19 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადასცა. აკადემიაში გატარებული ოთხი წლის შემდეგ ნიკუშა და სანდრო ივნისის ბოლოდან სამსახურებრივ საქმიანობას ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გააგრძელებენ.