ტექნიკა, რომელმაც მაშველებს უნდა უშველოს
Your browser doesn’t support HTML5
25 ივლისს საქართველოში ჩამოვიდა მრავალფუნქციური ვერტმფრენი MI 8, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ბელორუსიისგან, პილოტთან ერთად, ოქტომბრამდე დაიქირავა. ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ასევე გეგმავს სახანძრო-სამაშველო მანქანების პარკის განახლებას, რადგან გარდა თბილისისა და რამდენიმე დიდი ქალაქისა, სახანძრო მანქანების პარკი ძირითადად დაკომპლექტებულია საბჭოთა კავშირისდროინდელი მანქანებით, რის გამოც მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე მისვლას დროულად ვერ ახერხებენ. გარდა პარკის განახლებისა, სააგენტო ავსტრიულ კომპანია “როზენბაუერთან” ერთად გეგმავს საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოების დაწყებას.