სალომე ზურაბიშვილის პირველი დღე ათონელის რეზიდენციაში

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მუშაობას შეუდგა. მისი სამუშაო კაბინეტი რეზიდენციის ადმინისტრაციის ფლიგელში განთავსდა, სადაც სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ჟურნალისტებმა 18 დეკემბერს პირველად დაათვალიერეს რეზიდენციის ინტერიერის ნაწილი. კერძოდ კი ადმინისტრაციული ფლიგელი. პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტი მცირე ზომისაა და იქ, ჯერჯერობით, მხოლოდ სამუშაო მაგიდა, დროშა და სავარძელი დგას. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელში, რომელიც სავარაუდოდ ორ თვეში დასრულდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ათონელის რეზიდენციაში ავლაბრის რეზიდენციიდან ნელ-ნელა გადაიტანენ ადმინისტრაციული ნაწილისათვის განკუთვნილ ინვენტარს.