რას უპირებდა თბილისს გალაკტიონი

ლიტერატურულმა გადაცემა „წახნაგებმა“ ახალი რუბრიკა შემოიღო: Exegi monumentum („ძეგლი ავაგე“). Exegi monumentum aere perennium, regalique situ pyramidum altium – „ძეგლი ავაგე ბრინჯაოზე უფრო ხანგრძლივი, სამეფო შენობა პირამიდებზე უფრო მაღალი“ — ასე იწყება დიდი რომაელი პოეტის, კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსის შედევრი Ars poetica („პოეტური ხელოვნება“), რომელიც შემდგომში მსოფლიოს მრავალმა პოეტმა გადაამუშავა. რუბრიკა Exegi monumentum მიეძღვნება პოეტური შედევრების მიმოხილვას. ლიტერატურულ გადაცემაში ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, პოეზიის მეტი დოზით წარმოდგენა ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. პირველ გადაცემაში ამ რუბრიკით გთავაზობთ საუბარს გალაკტიონის დიდ შედევრზე, „თბილისზე“, ლექსზე, რომელიც შევიდა გალაკტიონის უკვდავ კრებულში Crane aux fleurs artitiques („თავის ქალა არტისტული ყვავილებით“). საიდან დაყურებს ლირიკული გმირი ქალაქს, რა შეიძლება ჰქონდეთ საერთო ღვთისმშობელსა და საქართველოს დედაქალაქს, როგორ შეიძლება ათოვდეს მწუხარებას, რატომ ახსენებს პოეტების მეფე „ნერონის ცეცხლს“, რა კავშირია რომის იმპერატორსა და პოეტების მეფეს შორის, რატომაა თბილისი პოეტისთვის „გილიოტინა და ეშაფოტი“ — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Your browser doesn’t support HTML5

რას უპირებდა თბილისს გალაკტიონი