კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ გამართული აქციებისა და 17 მაისის აღნიშვნისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საზოგადოების ერთ ნაწილში დაგროვილია აგრესია მეორე ნაწილის მიმართ. ინტერნეტში ხშირად შეხვდებოდით აქციაზე გამომსვლელთა ლანძღვა-გინებას და ფიზიკურ მუქარას, ასევე ძალადობის ფაქტების გამართლებას. რის მიმართაა ეს აგრესია, საიდან მოდის და რა ეშველება? - რადიო თავისუფლებას ამ თემაზე ესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია.