სპილო გრანდის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
Your browser doesn’t support HTML5
თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეს. ოპერაციას სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსული სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ. ეს გრანდის მეორე ოპერაცია იყო - პირველი 2014 წელს ჩაუტარდა. სპილო გრანტს ეშვები პატარაობისას - მოსკოვიდან ერევანში ტრანსპორტირებისას მოტყდა. მას შემდეგ ის მუდმივი კბილის ტკივილით ცხოვრობდა. ოპერაციაზე მეტად ზოოპარკში ნარკოზის ეშინოდათ. გრანდი სამსაათიანი ოპერაციის დასრულებიდან მალევე წამოდგა ფეხზე.