საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა პროტესტი
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი პროტესტს გამოთქვამს შრომის ანაზღაურების ახალი, საათობრივი სისტემის გამო, რომელსაც სამსახურიდან დათხოვნის წინაპირობად აფასებს. არსებული მონაცემებით, მაუწყებლის ხელმძღვანელებმა ახალ სისტემაზე გადასვლა შესთავაზეს 150-მდე თანამშრომელს და გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 4 სექტემბრამდე მისცეს. თანამშრომელთა ნაწილი ამ შეთავაზებას არ თანხმდება.