სადავო 40 გვერდი ​დისერტაციიდან - დოკუმენტები თსუ-ს რექტორს პლაგიატში ამხელს

Your browser doesn’t support HTML5

“თავისუფლების მონიტორმა” მოიძია დოკუმენტები, რომლებიც ექსპერტების შეფასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელს. მისი დისერტაციის თემაა „სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“. დისერტაცია გიორგი შარვაშიძემ 2003 წელს დაიცვა.