სად და ვის ხვდება ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი?
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი შეხვედრები წინანდალში გამართა. ის იქ ინაუგურაციაზე ჩამოსული ქვეყნების წარმომადგენლებს და დელეგაციების წევრებს შეხვდა. 17 დეკემბერს კი მას შეხვედრები ჰქონდა საქართველოდან ასი წლის წინ წასული ქართველი იმიგრანტების შთამომავლებთან, რომელთა ნაწილი საქართველოში პირველად ჩამოვიდა, მედიას ამ შეხვედრების თაობაზე წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონია. პირველი კომენტარი ჟურნალისტებთან ინაუგურაციის მეორე დღეს ლაშა ჟვანიამ გააკეთა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალ ხელმძღვანელად მოიაზრება. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის ადმინისტრაციული ნაწილი რამდენიმე დღეში მზად იქნება და სალომე ზურაბიშვილი იქ მუშაობას შეძლებს. მისი 60 კაციანი გუნდის შემადგენლობა კი ამ კვირის ბოლოს, ან, მაქსიმუმ, მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი.