სად არის ჰაერი?

Your browser doesn’t support HTML5

ბრონქების, ფილტვებისა თუ სისხლმბადი ორგანოების დაავადებები, რაც ხშირად სიკვდილით სრულდება - დაბინძურებული ჰაერი ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას. მკურნალობაზე ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება. პრობლემა, რასაც დიდწილად ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი იწვევს, უკვე გაცნობიერებულია საქართველოში და საზოგადოებაც სულ უფრო ღელავს. “SOS მოწამლული ჰაერი” - 22 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან.