29 აგვისტოს საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ულტიმატური წაუყენეს: დაშლილიყო სოფელ ჩორჩანაში 4 დღის წინ აგებული საგუშაგო 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე. ულტიმატუმის ვადა გავიდა. ქართული მხარე საგუშაგო კოშკის აღებას არ აპირებს. საგუშაგოს აგების შემდეგ, ულტიმატუმის წაყენებამდე ჩორჩანას მეზობელ ოკუპირებულ სოფელ წნელისში 28 აგვისტოს იმყოფებოდა ანატოლი ბიბილოვი;