სააღდგომო ბარათები
Your browser doesn’t support HTML5
„ბარათებს ვამზადებთ მებაღე მიხეილ მამულაშვილის მიბაძვით“, - კონვერტს, ასეთი წარწერიანი ბეჭდით, მებაღე ზურა შევარდნაძისგან წელსაც მიიღებენ მისი მეგობრები და ახლობლები - ის ხალხი, ვისთვისაც „გარდენია შევარდნაძის“ მთავარ მებაღეს კეთილი სიტყვები არ ენანება. კონვერტში ზურას დამზადებული სააღდგომო ბარათი იდება - გამშრალი ყვავილებით და თითოეული ადრესატისთვის კუთვნილი მილოცვის სიტყვებით. მცხეთელი მებაღის, მიხეილ მამულაშვილის, ემოციის გაგზავნის ტრადიცია გრძელდება. ზურა ამბობს, რომ ყვავილები მთელი წლის განმავლობაში გროვდება, შრება და წელიწადში ორჯერ - საშობაოდ და სააღდგომოდ - საფოსტო ყუთში ვარდება. მის კოლექციაში მიშა მამულაშვილისეული 60 წლის ბარათებია, ზურას ბარათების სიცოცხლე კი ახლა იწყება.