საარჩევნო უბანზე მღვდელი ხალხის დასალოცად მივიდა
Your browser doesn’t support HTML5
ზუგდიდში N67 საარჩევნო უბანზე მამა ფრიდონმა (ასათიანი) იქ მყოფი პირები დალოცა და ზეთი აცხო. მისი თქმით, დასალოცად სხვა უბნებსაც მოივლის. მღვდლის საარჩევნო უბანზე დაშვება გააპროტესტა დამკვირვებელმა მაია კალანდიამ. მას უბანი დაატოვებინეს, მიზეზად კი დასახელდა, რომ საარჩევნო პროცესს უშლიდა ხელს.