რუსთავში „სტამბოლის ბაზრის“ ნაწილი - „ლურჯი მარკეტი“ დაიწვა
Your browser doesn’t support HTML5
რუსთავის სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე,1000 კვ.მ. მეტრ ფართობზე განთავსებული „ლურჯი მარკეტი“ დაიწვა.
ამ ადგილას 90-მდე ადამიანი ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობდა. მათი განცხადებით, ზარალი დიდია, რადგან საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ არ დადგენილა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
რკინის კონსტრუქციებით აგებული სავაჭრო ობიექტი შპს-ს „ლურჯ მარკეტს“ ეკუთვნის. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი ზარალი 300 ათას ლარამდეა. ეს ობიექტი
მიმდინარე წლის აგვისტომდე იყო დაზღვეული.