რუსთავში მიკროავტობუსებით მგზავრობის გაძვირება გააპროტესტეს
Your browser doesn’t support HTML5
მოქალაქეებმა 6 იანვარს რუსთავის მერიის წინ გააპროტესტეს რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულების 50 თეთრით გაზრდა. აქციის მონაწილეებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა. მან „ინტერტრანსი“ ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა. მძღოლებმა განაცხადეს, რომ ისინი მგზავრობის ღირებულებას არ შეამცირებენ.