კომპანია „ინტერნტრანსი“ 2014 წელს ჩატარებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ ფლობს 11-ივე მარშრუტს რუსთავი-თბილისის მიმართულებით და პირიქით. რუსთავის მერიამ კომპანიას 15-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა და მონოპოლიური მდგომარეობა შეუქმნა.
Your browser doesn’t support HTML5
დღეს მერია ცდილობს „ინტერტრანსს“ ალტერნატივა მოუძებნოს. ამასთან, კომპანიისგან მოითხოვს ტენდერით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილებასაც. ეს პირობები სასურველისგან ძალიან შორსაა, ამიტომ “ინტერტრანსის” მუშაობით უკმაყოფილო რუსთაველების ჯგუფმა წელს, მაისში, შეადგინა პეტიცია, სახელწოდებით „რუსთავი ინტერტრანსის წინააღმდეგ“. კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილო 400-მდე ხელმომწერი აქციებით იმუქრებოდა.
პეტიციის საფუძველზე მერიამ ზაფხულში გადაწყვიტა სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის დაწყება. შედეგებზე ამ კვირაში იმსჯელეს რუსთავის მერიის შენობაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პეტიციის ხელმომწერებიც დაესწრნენ. რუსთავის მერიის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების უფროსმა დავით გიორგაძემ ჩამოთვალა კომპანიის მუშაობაში გამოვლენილი დარღვევები, მათ შორის „ინტერტრანსის“ კუთვნილ მიკროავტობუსებში დამატებითი სავარძლები.
„თითოეული თქვენგანი როცა შევხვედრივართ დამატებით სავარძელს, რომელიც, გარდა იმისა, რომ დისკომფორტს უქმნის მგზავრს, გარკვეული საფრთხის შემცველია და, მეორე მხრივ, არის ჩვეულებრივი დარღვევა. კომპანია ვალდებულია არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დაშვებული მგზავრტევადობის მეტი მგზავრის გადაყვანა. ზემო აღნიშნული დარღვევის გამო, ამა წლის 13 ივლისს შპს „ინტერტრანსი დაჯარიმდა“.
Your browser doesn’t support HTML5
კიდევ ერთი დარღვევა, რაც ზაფხულობით მგზავრების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს, მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის გაუმართაობაა:
„დღეის მდგომარეობით, იმდენად არ დგას კონდიცირების პრობლემა, რამდენადაც ზაფხულის პერიოდში. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მონაცემები, რამდენ სატრანსპორტო საშუალებაში მუშაობდა გამართულად კონდიცირების სისტემა. 132 ყვითელი სატრანსპორტო საშუალებიდან 63-ში მუშაობდა, 69 სატრანსპორტო საშუალებაში არ მუშაობდა“.
დავით ჯაფარიძის თქმით, კომპანიის მიერ დაქირავებული კერძო ე.წ თეთრი მიკროავტობუსებიდან კონდიცირების სიტემა მხოლოდ სამში მუშაობდა, დანარჩენ ორმოცდაექვსს კი საერთოდ არ ჰქონდა. მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია ჯერ დასრულებული არ იყო, როცა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ პეტიციის ხელმომწერებს აზრის გამოთქმა სთხოვა.
შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქეთევან მუქტიაშვილმა, იკითხა, რა მიზეზით ხდება ხოლმე ამა თუ იმ სვლაგეზიდან, მაგალითად, საბურთალოს გამზირის მიმართულებით სამარშრუტო მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება, თუნდაც ზაფხულში, რომლის გამო მას სამსახურში მისვლა აგვიანდება.
რამდენიმე ხაზზე ამოვიღეთ გადმოსაშლელი სკამები, რამაც გამოიწვია მგზავრის ფეხზე დადგომა. თუ დამერწმუნებით, ეს უფრი რთულია, ვიდრე გადმოსაშლელი სკამი.ალექსანდრე ჯაფარიძე
„ინტერტრანსის“ დირექტორმა ალექსანდრე ჯაფარიძემ უპასუხა, რომ მიკტროავტობუსების ნაწილი გაუმართავია და მათი შეკეთება ეტაპობრივად მიმდინარეობს. იმის მიზეზად, რომ მგზავრებს გაჩერებებზე დიდი ხნით უწევთ ლოდინი, ჯაფარიძემ თბილისის გზებზე არსებული საცობები დაასახელა:
„კონდიციონერების გამო ეს მანქანები გამოდიან მწყობრიდან და ყოვცელდღე 7-8 მანქანა გვყავს გაფუჭებული ამ კონდიციონერების გამო. შემოწმება ზუსტად ზაფხულში ჩატარდა, რომლის შემდეგ სიტუაცია გამოსწორებულია. უკვე გაკეთებულია შვიდი მანქანა. ჩვენ გვაქვს პროფილაქტიკა, სადაც ხდება მანქანების შეკეთება, მაგრამ [მიკროავტობუსების გრაფიკიდან ამოვარდნის ]მთავარი მიზეზი არის საცობები თბილისში“.
„ინტერტრანსის“ დირექტორის ალექსანდრე ჯაფარიძის ინფორმაციით, ბოლო ხანს კომპანიამ მდგომარეობა გამოასწორა და ყოველდღე ხაზზე 175 მიკროავტობუსი გადის, თუმცა იქვე აღიარა, რომ ჯერჯერობით ვერ ახერხებენ მერიის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მარშრუტებზე 196 მიკროავტობუსი ვერ გაჰყავთ. რაც შეეხება დამატებით სავარძლებს, „ინტერტრანსის“ დირექტორმა ეს დარღვევაც გაამართლა“:
მე თუ ვიხდი, კომფორტი უნდა მქონდეს სრული. თუ ასეთი კომფორტი მექნება, დათმობებზეც წავალ და ტალახის სროლასაც ავიტან, რადგან ჩემი მოქალაქე თავს იგრძნობს ადამიანად, კომფორტულად დაჯდება ტრანსპორტში და გადაადგილდება სამსახურში.ირაკლი ტაბაღუა
„რამდენიმე ხაზზე ამოვიღეთ გადმოსაშლელი სკამები, რამაც გამოიწვია მგზავრის ფეხზე დადგომა. თუ დამერწმუნებით, ეს უფრი რთულია, ვიდრე გადმოსაშლელი სკამი“.
თუმცა პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერი ალექსანდრე ჯაფარიძეს იქვე შეეპასუხა, თუ მიკროავტობუსი სავსეა, რატომ უნდა გააჩეროს მძღოლმა მანქანა დამატებითი მგზავრის ამოყვანისთვისო.
ჯერ კიდევ გასულ წელს „ინტერტრანსმა“ რუსთავის მერიას წარუდგინა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმად, კომპანიას ერთი მგზავრის მომსახურება ლარი და 80 თეთრი უჯდება, მაშინ როცა მგზავრობის საფასური ლარი და 50 თეთრია. კომპანიამ სამგზავრო ტარიფის გაზრდა 2 ლარამდე მოითხოვა, რაზეც მერიამ უარი უთხრა. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ეს პოზიცია პეტიციის ავტორებთან შეხვედრაზეც დაადასტურა:
„მე თუ ვიხდი, კომფორტი უნდა მქონდეს სრული. თუ ასეთი კომფორტი მექნება, დათმობებზეც წავალ და ტალახის სროლასაც ავიტან, რადგან ჩემი მოქალაქე თავს იგრძნობს ადამიანად, კომფორტულად დაჯდება ტრანსპორტში და გადაადგილდება სამსახურში. მგზავრობაში თუ ნერვები დახარჯე, წასვლა-წამოსვლა თუ ჯოჯოხეთად გექცა, სამსახურში რაღა უნდა აკეთო? ესეც ხომ ყოველდღიურობაა“.
ირაკლი ტაბაღუამ პეტიციის ხელმომწერებს აცნობა, რომ რუსთავიდან თბილისამდე და პირიქით მხოლოდ მიკროავტობუსებით ყოველდღიურად მგზავრობს 17 ათასი ადამიანი, ამიტომ ხელისუფლება ალტერნატივაზე ფიქრობს. მათ შორისაა თბილისი-რუსთავის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა და სწრაფი მატარებლით მგზავრობა. ქალაქის მერმა პეტიციის ხელმომწერებს ამ მიმართულებით გააქტიურება და იდეის მხარდაჭერა სთხოვა.