რუსეთის რკინიგზამ „პლაცკარტის“ ახალი მოდელის პრეზენტაცია გამართა

13 თებერვალს რუსეთის ქალაქ სოჭში საზოგადოებას წარუდგინეს იაფი საძინებელი ვაგონების, ე.წ. „პლაცკარტის“ განახლებული მოდელი.

ვაგონის მოდელზე შეგიძლიათ სცადოთ, როგორ უნდა აძვრეთ ზედა საწოლზე.

სადემონსტრაციო ვაგონის საწოლები აღჭურვილია USB-ის ორმაგი დამტენებით...

... ფარდებით, რომლებიც საწოლებს გარშემო ევლება...

... და გასაწევი ფანჯრით, რომლითაც მეზობელ განყოფილებაში შეგიძლიათ შეიჭვრიტოთ.

„პლაცკარტის“ პრეზენტაცია წარმოდგენას ქმნის იმაზე, თუ როგორი იქნება რუსეთის ღია საძილე ვაგონები მომავალში.

2015 წლის წარმოების „პლაცკარტის“ ვაგონი. საწოლების ამგვარი ღია განლაგება რუსეთში რკინიგზით ყველაზე იაფად მგზავრობის საშუალებას იძლევა.

ხალხი ხელს უქნევს მეგობარს სამხრეთ რუსეთში. „პლაცკარტის“ ვაგონში მოსკოვი-პეტერბურგის მონაკვეთზე მგზავრობა დაახლოებით 1200 რუბლი (20 აშშ დოლარი) ღირს, რაც უფრო იაფია, ვიდრე სასტუმროების უდიდესი ნაწილი.

„პლაცკარტის“ ვაგონები უსაფრთხოა და კომუნიკაციის საშუალებას იძლევა...

... მაგრამ მათში სივიწროვეა...

... და ისინი ზოგჯერ ყარს, განსაკუთრებით - შორ მანძილებზე, მაგალითად, მოსკოვიდან დუშანბესა და ტაშკენტში ოთხდღიანი მგზავრობისას.

ქალი ფარდას სინჯავს სოჭის საგამოფენო ვაგონში. ახალ ვაგონებს გამოუშვებს „რუსეთის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია. მისი წარმომადგენლის, ალექსანდრ ლოშმანოვის თქმით, ყოველ მგზავრს შეეძლება, თავად აკონტროლოს ვენტილაცია...

... და ექნება საკუთარი მაგიდა.

ლოშმანოვის თქმით, მისი კომპანია შეისწავლის საგამოფენო ვაგონზე გამოხმაურებებს, ამის მერე კიდევ ერთ საცდელ მოდელს დაამზადებს და შემდეგ 2021 წელს დაიწყებს საბოლოო ვარიანტის მასობრივ გამოშვებას.