რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების პერსპექტივით

Your browser doesn’t support HTML5

13 ივნისს პრაღაში გაიმართა აბაშიძე-კარასინის შეხვედრა. რომელზეც სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, კულტურული და ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემები განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრის ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკური საკითხების განხილვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შეხვედრის დაწყებამდე, პრაღის სასტუმრო „დიპლომატში“, რადიო თავისუფლებასთან რამდენიმე მწვავე პოლიტიკური შინაარსის განცხადება გააკეთა.