რუსეთი, როგორც არასაიმედო პარტნიორი
Your browser doesn’t support HTML5
„რადიო თავისუფლების“ სტუმარია ტურიზმის ექსპერტი, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი პასუხობს კითხვებს, რომლებიც გაჩნდა საზოგადოებაში რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენის აკრძალვის შემდეგ. გიორგი გვახარიას სტუმარი ასევე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს: „რუსი ტურისტი საჭიროა სამეზობლოსთან ნორმალური ურთიერთობისთვის“. მაია სიდამონიძის თქმით, რუსეთმა საქართველოში ფრენის აკრძალვით კიდევ ერთხელ შეგვახსენა რომ ტურიზმის სფეროში არასაიმედო პარტნიორია. ამავე დროს, გადაცემის სტუმარი აღნიშნავს, რომ საეჭვოა პირდაპირი რეისების არქონამ რუსი ტურისტები საერთოდ გააქროს საქართველოდან - რუსი ტურისტების უმრავლესობა ხომ ქვეყანაში სახმელეთო ტრანსპორტით შემოდის.