7 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ანა ჭარხალაშვილი, ნოდარ რუხაძე და თათუშა არველაძე, საზოგადოებრივი მოძრაობის - "რუსეთი ოკუპანტია" აქტივისტები. მათ ილაპარაკეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის მიმართ პროტესტზე და კონკრეტულ აქციაზე, რომელსაც 7 აგვისტოს რუსეთის საელჩოსთან გეგმავენ. საინტერესოა საუბრის ის ნაწილი, სადაც ისინი განმარტავენ თავიანთი პროტესტის საფუძველს და საზოგადოებისთვის ოკუპაციის ფაქტის მუდმივად შეხსენების მნიშვნელობას. "არ ვეგუებით ოკუპაციას!", - ამბობენ "დილის საუბრების" სტუმრები. გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო მოძრაობის - "რუსეთი ოკუპანტია" აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც 6 აგვისტოს ღამით ქართული დროშით ხელში ფეხით გაეშურა ოკუპაციის ხაზისკენ, სოფელ ყარაფილასთან. მას გზაში თანამგზავრიც გამოუჩნდა - ნინოწმინდის მკვიდრი, გიორგი მღებრივილი, რომელმაც გიგას აქციის შესახებ ინტერნეტით შეიტყო, მანქანით დაეწია მას და შემდეგ გიგა მაქარაშვილთან ერთად ფეხით განაგრძო მსვლელობა ყარაფილისკენ.
Your browser doesn’t support HTML5