როცა პოლიციელი გაწამებს და არ ისჯება - ბოლო წლების ყველაზე მძიმე ამბები
Your browser doesn’t support HTML5
უფლებადამცველებს ვთხოვეთ, გაეხსენებინათ ბოლო წლების ყველაზე მძიმე ამბები, სადაც პოლიციასთან მოხვედრილი ადამიანები ცემეს და აწამეს. საია, EMC და ადამიანის უფლებათა ცენტრი ათობით ასეთ საქმეს სწავლობს. პოლიციის მხრიდან ძალადობის ამბები ერთმანეთს ჰგავს - ითხოვენ აღიარებას, აშინებენ იარაღით, ცემენ და ეუბნებიან, რომ მათ ახლობლებს საფრთხე დაემუქრებათ - ამის შემდეგ ზოგი ბრძოლას იწყებს სიმართლის დასამტკიცებლად, ზოგი ემიგრაციაში მიდის, ზოგი თავს იკლავს, ზოგის დუმილს ირჩევს. ერთმანეთს ჰყავს მოძალადე პოლიციელების ბედიც - მათ თითქმის არასოდეს წირავთ სისტემა და არ უწევთ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება. არიან ისეთებიც, ვინც წლიდან წლამდე ჩნდება სხვადასხვა ადამიანის წამების საქმეში.