ქრისტო არც რომელიმე პარტიის წევრია, არც რაიმე მოძრაობის, ის პატარა რესტორან „ეზოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელია - მოქალაქე, რომელიც, მისივე სიტყვებით, „ქართული ოცნების“ „რუსულ რეჟიმსა და პოლიტიკას“ აპროტესტებს და სამოქალაქო აქტივისტადაც ამ ბრძოლამ აქცია. ამბობს, რომ ყველა მშვიდობიან მეთოდს გამოიყენებს, რომ საქართველომ არჩეულ, ევროპულ კურსს არ გადაუხვიოს.
როცა პირზე ხელი აგაფარეს, მაგრამ ვერ გაგაჩუმეს
Your browser doesn’t support HTML5
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტმა ქრისტო ტალახაძემ და მისმა მეგობრებმა მთავრობის გასაგონად სცადეს დაეყვირათ „არა რუსულ რეჟიმს“, პოლიციელებმა, ქრისტოს, ჯერ პირზე ხელი ააფარეს - მისი ხმა რომ არავის გაეგონა, შემდეგ კი იქაურობას ძალით გაარიდეს.