როგორ ხსნიან სამინისტროში „წიგნის ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაუქმებას?
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები „წიგნის ეროვნული ცენტრი“ და „მწერალთა სახლი“ ერთიანდება და მათ ბაზაზე შეიქმნება „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“. მწერალთა ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების მხრიდან შურისძიებად აფასებს, სსიპ-ების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ პროცესში ჩართულები არ ყოფილან, მინისტრის მოადგილე კი პროცესის შეფასებებს "ფეიკ ნიუსს" ადარებს.