როგორ შენდება გზები ვაკესა და გლდანში
Your browser doesn’t support HTML5
თბილისის ორ უბანში, გლდანსა და ვაკეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი თითქმის ერთდროულად, მაისის თვეში დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირის განახლებისთვის 15 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებისთვის - 12 მილიონი.
ჭავჭავაძის ნაწილი, უნივერსიტეტიდან პიქსელის შენობამდე 16 სექტემბერს ავტომობილებისთვის გაიხსნება, გლდანში კი მოსახლეობა წუხს, რომ არათუ მშენებლობის დასრულების ვადა არ იციან, ბოლო პერიოდში მუშებსაც ვეღარ ხედავენ. სარეაბილიტაციო მონაკვეთი გლდანში დაახლოებით 8 კილომეტრს შეადგენს.
თბილისის მერიაში უჭირთ მიახლოებით მაინც თარიღის დასახელება, როდის დასრულდება ამ ორ უბანში გზების განახლების სამუშაოები. სატენდერო პირობების თანახმად ჭავჭავაძის რეაბილიტაცია 3 თვეში, გლდანის ქუჩების კი 255 დღეში უნდა დამთავრებულიყო.